GE

გერმანელი პროფესორი, ინგო აილკსი, ილიაუნის ეწვია

2016 წლის 1-7 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს, „SALiS“, ERASMUS+ ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ბუნებისმეტყველებისა და ქიმიის მასწავლებლებისთვის 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, ინგო აილკსი ესტუმრა.

ინგო აილკსი გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, 2004 წლიდან კი ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორია და ბუნებისმეტყველების დიდაქტიკის ინსტიტუტში ქიმიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

პროფესორი აილკსს რეგულარულად იწვევენ საბუნებისმეტყველო განათლების კონფერენციებზე მოხსენების წასაკითხად. იგი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს ავტორია და აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში. კერძოდ: იყო TEMPUS-ის პროექტ SALiS-ის მონაწილე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდა 2010-2012 წლებში, ამჟამად კი ხელმძღვანელობს ERASMUS-ის პროექტ ARTIST-ის კონცორციუმს, რომლის წევრიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

პროფესორმა აილკსიმ იმუშავა ილიაუნის განათლების სკოლის პროფესორებთან, საჯარო ლექცია წაიკითხა განათლების სპეციალისტებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისათვის, ასევე იმუშავა უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური