GE

გიგა ზედანია ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) ჯილდოს მფლობელი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) ჯილდოს მფლობელი გახდა.

ილიაუნის ცნობით, ჯილდო – Alumni Impact Award – წელს, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავის აღსანიშნავად დაწესდა და უნივერსიტეტის 13 000 კურსდამთავრებულისგან შერჩეულ 15 ყოფილ სტუდენტს გადაეცა.

გიგა ზედანიას ჯილდო ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯონ შატუკმა, გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური