GE

გიგა ზედანია შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის შემდეგ პრეზიდენტად წარადგინეს

ბელგრადში ჩატარდა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონფერენცია, რომელზედაც ქსელის შემდეგ პრეზიდენტად წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია. ილიაუნის ინფორმაციით, ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2016 წლიდან შეუდგება, დღეისათვის კი ქსელის პრეზიდენტი ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორია.

,,შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი ამ ტიპის ყველაზე წარმომადგენლობითი და გავლენიანი საერთაშორისო ასოციაციაა რეგიონში. ის 1998 წელსაა დაარსებული და 12 ქვეყნის 100-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. საქართველოს წარმომადგენელი პრეზიდენტობას ორგანიზაციის ისტორიაში პირველად გადაიბარებს,”- აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური