GE

გიორგი მაჩაბელი გორის რაიონის სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

ახალ სქემასა და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონულ სისტემაზე პრეზენტაციას ამჯერად, გორის რაიონის საჯარო სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მასწავლებლები გაეცნენ. შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და კარიერული წინსვლის სქემაზე მომუშავე ექპერტებმა გამართეს.

მასწავლებლის სახლის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გორის რაიონის N3 და N9 საჯარო სკოლებში შეკრებილმა აუდიტორიამ სრული ინფორმაცია მიიღო მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა არის ახალი სისტემის მიზანი, დანიშნულება და რა შედეგზე გაგვიყვანს. ასევე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემას.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და აუდიტორიამ ყველა მათთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღო.

სქემა ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ემსახურება და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. გარდა იმასა, რომ ახალი სქემა პედაგოგთა კვალიფიკაციას აამაღლებს, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სტატუსის შესაბამისად, აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური