GE

გიორგი სოსიაშვილი: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი დასაქმებულია“

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ამ „ციებ–ცხელებას“ კი, სტუდენტებთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლებიც განიცდიან, რომლებმაც ახალი პროგრამების და ტექნიკური მიღწევების შესახებ აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებზე ინფორმაციის მიწოდება უკვე დაიწყეს. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  ქვეყანაში, უმაღლესი სასწავლებლისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამასთან „გსუ“ მზად არის, ეროვნული გამოცდების შემდეგ  ათასზე მეტი სტუდენტის მისაღებად. ამ და აბიტურიენტებისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე Aris.ge განათლებაგორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, გასულ ინტერვიუში Aris.geგანათლებასთან თქვენ საუბრობდით, რომ უნვერსიტეტი ხელახალი ატორიზაციააკრედიტაციის მოლოდინის რეჟიმში იყო, თქვენთან საუბარს სწრედ ამ კითხვით დავიწყებთ, როგორ გაიარა გორის უნივერსიტეტმა ავტორიზაციააკრედიტაციის პროცესი და რა ახალი პროგრამები გაქვთ?

– გიდასტურებთ, რომ ჩვენ გასულ წელს გქვონდა გეგმიური ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს ხდება არსებული კანონმდებლობის მიხედვით. ავტორიზაციის ეს პროცესი 2014 წლის შემოდგომაზე გავიარეთ, ხოლო ამის შემდეგ ხარისხის განვითარების ცენტრში წარვადგინეთ 35 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომელთაც მიენიჭათ აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტმა არესებულ სტანდარტებს წარმატებით გაართვა თავი და ამ ეტაპზე ყველა მოქმედი პროგრამა აკრედიტირებული გვაქვს.

– ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჯამში რამდენი სტუდენტის მიღების პოტენციალი აქვს უნივერსიტეტს და ელით თუ არა ადგილების შევსებას?

DSC_2039– ჩვენი მოლოდინი გამომდინარეობს ჩვენი შედეგებით. შეფასების საუკეთესო ინდიკატორია – გაქვს თუ არა უნივერსიტეტს გავლილი აკრედიტაცია. აბიტურიენტს აინტერესებს როგორია სასწავლო გარემო და როგორი პირობები ელის მას. წარმატებული აკრედიტაციის ფონზე ველოდებით, რომ ბევრი აბიტურიენტი ისურვებს გორის უნივერსიტეტში ჩაბარებას. ჩვენ მზად ვართ ათასზე მეტი აბიტურიენტი მივიღოთ და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, თუმცა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ საკმაოდ კარგი ღია კარის დღე ჩავატარეთ, აბიტურიენტებს დავათვალიერებინეთ ჩვენი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სიღრმისეულად გავაცანით პროგრამები.

– რა კონკრეტული სიახლეებს სთავაზობთ აბიტურიენტებს?

– პროგრამები, რომელიც გასულ წელს არ იყო აკრედიტებული, მაგალითად სამართალმცოდნეობის და ფსიქოლოგიის პროგრამა, რომელიც ავტორიზებულ რეჟიმში არსებობდა, დღეს აკრედიტებულია. გარდა ამისა ჩვენ იმდენად კარგად ვართ შესული საერთაშორისო სივრცეში, რომ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს.

– რას გვეტყვით  უნივერსიტეტში არსებულ, სტუდენტთა პრაქტიკისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ?

DSC_2037– გორის უნივერსიტეტის აბსოლუტურად ყველა კორპუსი რეაბილიტირებულია. დავიწყებ იქიდან, რომ 2010 წლიდან დაიწყო კორპუსების რეაბილიტაცია. ეს ხდებოდა ჩემ რექტორობამდეც. დღეს კი აბსოლუტურად ყველა კორპუსი აღჭურვილია ახალი ავეჯით, ინვენტარით, კომპიუტერებით. გვაქვს თორმეტამდე კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც ინტერნეტ ქსელშია ჩართული და მომსახურეობას უწევს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა შევთავაზოთ.

– თქვენი ინფორმაციით, როგორია გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?

– ძალიან სასიამოვნო მაგალითით დავიწყებ. დღეს გალხდით იუსტიციის სახლში, რომელიც ჩვენი ყოფილი სტუდენტებით არის დაკომპლექტებული და მომსახურებას ისინი გვიწევდნენ. ასეთივე სიტუაცია გხვდება ბანკებსა და სხვადსხვა სექტორში. ჩვენ სისტემატურად ვატარებთ შიდა ქართლის შრომითი ბაზრის კვლევას, რის შემდეგაც ხდება მონაცემთა აკუმულირება, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი დასაქმებულია. მოგეხსენებათ, შრომითი ბაზარი ცვალებადი და განახლებადია. აქ საჭიროა  თანამედროვე ცოდნა. ამის პასუხად ჩვენ მუდმივად ვახდენთ ჩვენი პროგრამების შესაბამისობაში მოყვანას შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან. ხშირად ვხვდებით დამსაქმებელს და მათ ინიციატივებს სასწავლო პროგრამებში ავსახავთ. მე თავად ვარ თითოეული სტუდენტის რეკომენდატორი. ჩვენი სლოგანია „ცოდნა ცხოვრებისთვის“ – ეს ცოდნა მათ საშუალებას მისცემს თავი დაიმკვიდრონ შრომის ბაზარზე და იშოვონ ღირსეული სამსახური“.

– რა ძირითადი ცვლილებები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში  გსუ – ში?

DSC_2048– სიახლეების დანერგვა აკრედიტაციის რეჟიმში ხდებოდა. ხარისხის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, ადამიანური რესურსის გადახალისება იქნებოდა ეს თუ მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლება და მთელი რიგი პროცესები, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ და შედეგიც სახეზეა, რომ ამ ცვლილებებმა მოგვცა ძალიან კარგი დინამიკა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ თითოეულმა მიმართულებამ თანამედროვე მოთხოვნებს გაუძლოს და დააკმაყოფილოს თანამედროვე სტანდარტები. განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ მეოთხე–მეხუთე საფეხურის ახალი პროფესიული პროგრამები დავამატოთ. მაგალითად, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, მედიის პროფესია ..

– ჩვენ გვაქვს  მთელი რიგი სიახლეები პროფესიული და აკადემიური მიმართულებით. საბაკალავრო მიმართულებას რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის კუთხით ვგეგმავთ რამდენიმე პროგრამის დამატებას, რადგან შიდა ქართლი აგრარული მხარეა. ასევე ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ მესამე, სადოქტორო საფეხური. საუბარი გვაქვს საერთო სტუდენტური საცხოვრებლის შექმნაზეც. ამ ინიციატივით მე განათლების სამინისტროსაც მივმართე და მათ ეს შეთავაზება ძალიან მოეწონათ. რაც შეეხება საერთო საცხოვრებლის ადგილს, ვფიქრობთ მესამე კორპუსზე, რომელიც გასარემონტებელია და შემდეგ უკკვე ეს სივრცე დაეთმობა რეგიონებიდან და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს. მინდა თქვენი პორტალის საშუალებით მადლობა გადავუხადო მხარის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს, რომლებიც დიდ მხარდაჭერას იჩენენ ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ.

– ვიცით, რომ უნივერსიტეტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომელი კორპუსები მოიცვა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა და რა გაკეთდა?

რექტორის მთავარი მიზანს ხარისხიანი განათლების გაცემა წარმოადგენს. მინდა, რომ თითოეულ პროგრამაზე გვქონდეს ძალიან კარგი შედეგი. უნივერსიტეტი ორ მთავარ საყრდენზე, სტუდენტსა და პროფესორზეა დამოკიდებული. შემოსული აბიტურიენტის და პროფესორის დონე განსაზღვრავს უნივერსიტეტის ხარისხს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გორის უნივერსიტეტისგან სტუდენტი ხარისხიან განათლებას იღებდეს. ჩვენ ძალიან კარგი აკადემიური პერსონალი გვყავს, ისინი დაუღალავად იღვწვიან იმისათვის, რომ სტუდენტებს ხარისხიანი განათლება მისცენ. ჩვენს გეგმებში შედის, რომ მათ მატერიალურ–ტექნიკური პირობები გავუუმჯობესოთ.

– მონაწილეობს თუ არა „გსუ“  საერთაშორისო, საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში რა სიახლეები გაქვთ ამ მიმართულებით?

– ძალიან ბევრ პროექტში ვართ ჩართული. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო ურთიერეთობათა ოფისი, სადაც შემოვიკრიბეთ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ხელს უწყობენ გორის უნივერსიტეტის ჩართულობის გარზდას საერთაშორისო პროგრამებსა და კვლევებში. თუმცა კვლევითი კომპონენტი ჩვენთან არ არის იმდენად განვითარებული, რადგან ჩვენ ორ საფეხურიანი სასწავლებელი ვართ და მხოლოდ საბვაკალავრო და სამაგისტრო მიმართულება გაგვაჩნია, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ სადოქტორო მიმართულებითაც გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები.

DSC_2044ჩართული ვართ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, „ერასმუსის“ პროგრამაში. ჩვენი ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ ამ პროგრამებში და ისინი ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში განათლების მისაღებად დღესაც იმყოფებიან. სხვადსხვა პროგრამებში ჩართულები არიან ჩვენი პროფესორ–მასწავლებლები, ისინი კვლევით საქმიანობას ეწევიან  წამყვან პარტნიორ უნივერსიტეტებში. გარდა ამისა ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, დამეგობრებული ვართ ათზე მეტ უნივერსიტეტთან  და ეს გვაძლევს საშუალებას, სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა თურქულ სასწავლებლებში აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიზიარონ თურქულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული გამოცდილება. ჩვენი ერთ–ერთი სტუდენტი ამ ეტაპზე ,,რიზეს“ უნივერსიტეტში სწავლობს. გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გასულ წელს გახლდით თურქეთში, სადაც შევხვდით „რიზეს“ და „ტრაპზონის“ უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ. გარდა ამისა, ვართ „კავკასიის საერთაშორისო ურთიერთობების“ უნივერსიტეტთა წევრი.

– რა ნაბიჯებს დგამს უნივერსიტეტი ახალი გაცვლითი პროგრამების კუთხით, რა უახლოესი გეგმები გაქვთ?

– გაცვლიითი პროგრამების მიმართულებით საფუძველი ეყრება კიდევ ერთი საინტერესო პროგრამას. ჩვენ ვგეგმავთ იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის წამოწყებას. საქართველოდან წასული ერთ–ერთი ჩვენი თანამემამულე ებრაულ უნივერსიტეტში მოღვაწეობს და ჩვენთან ერთად ისიც მზადაა ვიმუშავოთ ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებზე. ამასთან, ,,ტემპუსის“ ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში ამ პროექტში ჩართული სხვადსხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ გორში და ჩვენს უნივერსიტეტში დაესწრებიან კონფერენციას. მე ვფიქრობ ეს არის ერთ–ერთი ინდიკატორი, რომ გორის უნივერსიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა.

გიორგი არის© ედიშერაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური