GE

Google-ის 13 საიდუმლო შესაძლებლობა, რომელთა არსებობის შესახებ არც გვიფიქრია

Google უკვე დიდი ხანია არის არამხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ, მრავალი სერვისის, საიდუმლოებებისა და გამოცანების წყარო, რომელთა მოძებნა არც თუ ისე მარტივია.

გთავაზობთ 13 ყველაზე საინტერესო საიდუმლოს, რომლებიც არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას:

თამაში Pac-Man

gif სურათის ლინკი

გახსოვთ ლეგენდარული თამაში Pac-Man, რომელსაც ბევრი ჩვენგანი თამაშობდა ბავშვობაში? Google გაძლევთ საშუალებას გაიხსენოთ მონატრებული დრო და ითამაშოთ. უბრალოდ აკრიფეთ საძიებო ველში Pac-Man.

აისი და დაისი

სცადეთ საძიებო ველში აკრიფოთ „sunrise“ან „sunset” – Google გამოიტანს ზუსტ დროს თქვენი ქალაქისთვის, რა დროსაც არის შესაბამისად მზის ამოსვლა, ან ჩასვლა.

თამაში Breakout

gifსურათისლინკი

აკრიფეთ სურათების განყოფილების საძიებო ველში „Atari Breakout” და სურათი გადაიქცევა ჭრელ ბლოკებად, რომლებიც უნდა გაანადგუროთ ბურთით.

ახალი ამბების ჭეშმარიტების შემოწმება

ცოტა ხნის წინ Google-მა დანერგა ახალ ამბებში ფაქტების შემოწმების ფუნქცია. დიდ ამბებს ახლა უკვე აქვს სპეციალური განყოფილება, დასახელებით: Fact Check. ჯერ-ჯერობით სერვისი ამოწმებს მხოლოდ ინგლისურენოვან სტატიებს, სხვა დანარჩენებზე კი გვთავაზობს ბმულს ამავე ინფორმაციაზე, სანდო, გადამოწმებული წყაროებიდან. კარგი ხერხია გაიგოთ ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ ტყუის.

ფრენა დრაკონით

შედით „Google Maps“-ში, შემდეგ დაგეგმეთ მარშრუტი. საწყისი წერტილის პუნქტში მიუთითეთ Snowdon, საბოლოო წერტილისაში კი – Brecon Beacons. ყველა შესაძლო სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, შესაძლებელია აირჩიოთ ფრენა დრაკონით, ფრენის ხანგრძლივობა არის 37 წუთი.

ხელოვნება

gif სურათის ლინკი

ხელოვნებათმცოდნეობის ამაღლებაში დაგეხმარებათ Google Art Project. აქ თავმოყრილია ცნობილ ხელოვანთა ათასობით ნაშრომი, მსოფლიოს უდიდესი მუზეუმებიდან. აღსანიშნავია, რომ ნახატების დათვალიერება საკმაოდ დეტალურად არის შესაძლებელი.

მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მუზეუმში ვიზიტი და ცნობილ გალერეებში სეირნობა შეგიძლიათ ვირტუალურად.

იეროგლიფის მნიშვნელობის გაგება

ცოტამ თუ იცის, რომ Google Translate-ს აქვს ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა დახატოთ სიმბოლოები და იეროგლიფები. ასე რომ, თუ თქვენ დაინახეთ იეროგლიფი და გსურთ მისი მნიშვნელობა გაიგოთ, უბრალოდ გადახატეთ.ამისათვის საჭიროა Google Translate-ის მთავარ გვერდზე დააჭიროთ ფანქრის სიმბოლოს და დახატოთ სასურველი სიმბოლო ან იეროგლიფი.

გიტარა

თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით გამხდარიყავით გიტარისტი, მაგრამ არავის უჩუქებია საჭირო ინსტრუმენტი, გულს ნუ გაიტეხთ. Google გთავაზობთ დაუკრათ ვირტუალურ გიტარაზე და შესაძლოა მეზობლების ნერვებზეც, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მათ მოეწონოთ.

თარაზო

gifსურათისლინკი

გაინტერესებთ რამდენად სწორად კიდია სურათი კედელზე? უბრალოდ შეიყვანეთ თქვენი სმარტფონისGoogle-ის საძიებო ველში „Bubble level“, რათა გადააქციოთ მობილური ტელეფონი ვირტუალურ თარაზოდ.

გასეირნება 1926 წლის ნიუ-იორკის ქუჩებში

gif სურათის ლინკი

თუ თქვენ ხართ ჰარი პოტერის მოყვარულთა მოწინავე რიგებში, ნანახი გექნებათ ფილმი „FantasticBeastsandWheretoFindThem“ და გაგიჩნდებათ სურვილი გაისეირნოთ 1926 წლის ჯადოსნურ ნიუ-იორკში. აკრიფეთ „Google Maps“-ში New York, Fantastic Beastsდა ეწვევით მაგიურ კონგრესს, ნაციონალურ ბანკს „სტინ“, მიწისქვეშა ბარს „ბრმა ღორი“ და გოლდშტეინების ჯადოსნურ აპარტამენტებს.

ჯიხური TARDIS სერიალიდან„Doctor Who

gif სურათის ლინკი

ლონდონში Earls Court Rd ქუჩაზეგანთავსებულია TARDIS, პოლიციის ჯიხური სერიალიდან „Doctor Who”, მაგრამ მისი დათვალიერება შეგიძლიათ არა მხოლოდ გარედან, არამედ შეგიძლიათ შიგნით შესვლაც. უბრალოდ გადაიტანეთ ყვითელი კაცუნა მარჯვენა კუთხიდან რუკის სასურველ წერტილზე.

თამაში დინოზავრით

gif სურათის ლინკი

როდესაც წარმოიქმნება ინტერნეტის პრობლემები, Google Chrome-ში ჩნდება დინოზავრი, რომელიც გვაუწყებს პრობლემის შესახებ. ალბათ ნანახი გყავთ იგი. იცით თუ არა, რომ ეს სინამდვილეში თამაშია? სცადეთ თავად, გათიშეთ ინტერნეტი და განაახლეთ გვერდი. როდესაც გამოჩნდება დინოზავრი, დააჭირეთ ღილაკს Space (გამოტოვება), თამაში დაიწყება.

Google-ის განადგურება

თუ საძიებო სისტემამ გაწყენინათ, შეგიძლიათ მშვიდად გაანადგუროთ იგი.

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

7 საინტერეო ფაქტი Google-ის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით

რაც GOOGLE-ს არ შეუძლია

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური