GE

გორის სასწავლო უნივერსიტეტში ღია სპორტული თამაშები გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ღია სპორტული თამაშები გაიმართა. უნივერსიტეტის ცნობით, სპორტულ შეჯიბრში ჩართული იყო როგორც გორის უნივერსიტეტის ასევე ქ. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები.

ღია სპორტული თამაშები გაიმართა შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, სადაც ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდა გორის უნივერსიტეტისა და ატენის საჯაროს კოლის ნაკრები, წარმატება მოიპოვა გორის უნივერსიტეტის გუნდმა. კალათბურთი, ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდა გორის უნივერსიტეტისა და გორის #6 საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები, წარმატება მოიპოვა გორის უნივერსიტეტის გუნდმა. მინიფეხბურთში, ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდა გორის უნივერსიტეტისა და გორის #6 საჯარო სკოლის ნაკრები, წარმატება მოიპოვა გორის #6 საჯარო სკოლის გუნდმა.

ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვებულ გუნდებს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ და რექტორის თანაშემწემ ზაქარია დოთიაშვილმა გადასცეს თასი და მედლები.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული ტურნირები ყოველ წელს გაიმართება.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური