GE

გორის სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და გორისა და ატენის ეპარქიის ორგანიზებით 2015 წლის 28 მაისს ტარდება წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო  კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სასულიერო პირებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები უნდა ეხებოდეს ქართული ეკლესიის ისტორიას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე humanitarebi@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური