GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის G4G(Governance for Growth)-ის წარმომადგენლობა ესტუმრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდა იურისტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ეკონომიკისა და სამართლის საკითხებში.

სესიებს, რომელშიც ჩაერთვებიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთობლივად გაუძღვებიან მოსამართლეები, ადვოკატები, მეცნიერები და პროექტ ,,მმართველობა განვითარებისთვის” G4G-ის კონსულტანტები.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა შერაზადაშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური