GE

გორის უნივერსიტეტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მიზნებსა და მიღწევებზე.

საიუბილეო ღონისძიებას ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. რომელმაც მიულოცა გორის უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი თარიღი და განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოხატავს თანადგომას უნივერსიტეტის მიმართ და გარემონტდება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს გადაეცა იაკობ გოგებაშვილის მედალი და არჩეულ იქნა გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

საზეიმო ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო უნივერსიტეტის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი.

დაარსების 80 წლის იუბილე გორის უნივერსიტეტს მიულოცა ქვეყნის უმაღლესმა პირებმა, წაკითხულ იქნა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის; პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, საქართველოს კათალოკოს პატრიარქის, ილია მეორის მილოცვები.

გორის უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე შიდა ქართლში, ბატონი გურამ მაჭარაშვილი. გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია. გორის რაიონის გამგებელი, ბატონი დავით ონიაშვილი. გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი, ვლადიმერ პაპავა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი რექტორი, ბატონი სერგო ვარდოსანიძე. პროფესორი, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონ გიორგი ღავთაძე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონ ჯონი აფაქიძე. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რექტორი ირმა შიოშვილი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ.

გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ელდარ მამისთვალიშვილი. გორის საკრებულოს წევრი, პოეტი ვანო ჩხიკვაძე. მწერალი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდია. პოეტი ჯემალ ინჯია. გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ემერიტუს გედევან ხელაია. გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი კლარა ელჩიბეგაშვილი. ცხინვალის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ვიანორ ახალაია. გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. გორის უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოვალეობის შემწრულებელი, ალექსანდრე მღებრიშვილი.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ, გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება მინიჭათ: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი რექტორს, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს, აკადემიკოს როინ მეტრეველს.
იაკობ გოგებაშვილის მედალი გადაეცათ – რეჯებ ტაიბ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ბატონ ჰარუნ ჩიმქეს, ფერეიდანში მოღვაწე ქართველს, პროფესორ საიდ მულიანი, გერმანისტ ნინო ოქროპირიძეს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ რევაზ მიშველაძეს, პოეტ გიორგი მახარობლიძეს, პროფესორ ლალი ღოღელიანს.

რექტორმა მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საიუბილეო ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში: რექტორის მოადგილეს, ალექსანდრე მღებრიშვილს, პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილს; პროფესორ, მანანა ნანეტაშვილს; პროფესორ, ელენე ხოჯევანიშვილს; პროფესორ, ვაჟა ჩოჩიას; პროფესორ, ნინო ლიპარტელიანს; პროფესორ, ზურაბ ზერაკიძეს; პროფესორ, იოსებ ალიმბარაშვილს; პროფესორ, ვიანორ ახალაიას; სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ანა იმნაძეს, ამავე სამსახურის სპეციალისტებს ნინო გუდაშვილს და ქეთევან შუკაკიძეს; ბიბლიოთეკარ მანანა ჩხეიძეს; პროფესორ, ციური დურულს, ადმისნიტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ხორბალაძეს, რექტორის აპარატის უფროს მაია მელანაშვილს, პროფესორ ლევან მიდოდაშვილს, არქივის სპეციალისტ ლუიზა ძიძიგურს.

მუსიკალური ნომრები შეასრულეს რესპუბლიკური და საერთაშორეისო კონკურსების ლაურიატმა, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდმა, ხელმძღვანელი ნინო წიკლაური, გორის მუნიციპალიტეტის ფოკლორულ ანსამბლმა „მაჩაბელა“ და უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა დასმა.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია გორის უნივერსიტეტის 80 წლის ისტორიის ამსახველმა ფოტოგამოფენამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური