GE

გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

2015 წლის 7 ოქტომბერს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მიზანს სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, საუბარი  შეეხო  შეფასების ახალ სისტემაზე (ქვიზებზე) გადასვლას. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც რექტორმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური