GE

გორის უნივერსიტეტის რექტორმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 20-21 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი)), ტარდება პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ”ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC- 2016). ღონისძიებაში 100-მდე მომხსენებელი იღებს მონაწილეობას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.

კონფერენცია გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, კულტურათა დაახლოების ჭრილში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინე დარჩიამ, რომელმაც დამსწრეებს გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მისასალმებელი წერილი.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა გორისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტის ერთობლივ პროექტ, „ქართულ-თურქული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ შესახებ, რომელიც გასულ წლებში ტარდებოდა გორის უნივერსიტეტში. წარმატება უსურვა შავი ზღვის უნივერსიტეტს და კონფერენციის მონაწილეებს.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა წარიმართა სექციებში. გორის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო 6 მოხსენება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური