GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო

28 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტების ინიციატივითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოეწყო დასუფთავების აქცია გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ინიციატივას შეუერთდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც. ასევე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელმა თამუნა ბაგრატიამ.

დასუფთავდა გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ე.წ. პატარა გორიჯვრის ეკლესიის ტერიტორია.

უნივერსიტეტის ცნობით, აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ და სპონსორობა გაუწიეს: სუპერმაკეტმა „პრაიმმა“, სასტუმრო „ვიქტორიამ“ ბიზნესმენებმა გია საურმა და დათო ცაციაშვილმა.
გორის უნივერსიტეტი მადლობას უხდის აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური