GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიხეილ შაფთოშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა

23 მაისს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა გორის საპატიო მოქალაქისა და პედაგოგ მიხეილ შაფთოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ისრაელიდან ჩამოსული სტუმარი, ბატონ მიხეილ შაფთოშვილის მეუღლე, ქალბატონი მერი ელიშაყოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ებრაული სახლის, ებრაული მუზეუმის, ორგანიზაცია სოხნუტის, ორგანიზაცია “Joinnti” წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიხსნა გორის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმით, რომელიც ეძღვნებოდა ბატონ მიხეილ შაფთოშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.

სიტყვით გამოვიდნენ და ბატონი მიხეილის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ელდარ მამისთვალიშვილმა და იოსებ ჭუმბურიძემ, მწერლებმა: ვანო ჩხიკვაძემ, ჯემალ ინჯიამ, ზაურ წაქაძემ, გორის მუნიციპალიტეტის ზურისტული ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ, 26 საუკუნოვანი მეგობრობის საზოგადოების ხელმძღვანელმა ზაირა დავარაშვილმა, მიხეილ შაფთოშვილის ოჯახის წევრმა ცირა შაფთოშვილმა. საღამოს წაიკითხეს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორ გივი ღამბაშიძის და სპორტულ კომენტატორ ჯამლეტ ხუხაშვილის მიმართვები.

შეხვედრის დასასრულს საზოგაოდებას მიმართა ბატონ მიხეილ შაფთოშვილის მეუღლემ, ქალბატონმა მერი ელიშაყოვამ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას თბილი საღამოს მოწყობისთვის და მიხეილ შაფთოშვილის სახელის უკვდავსაყოფად გადადგმული ნაბიჯებისთვის.

გორის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ შაფთოშვილს, გორის უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გარდაცვალების შემდეგ გადაეცა იაკობ გოგებაშვილის მედალი, ასევე გორის უნივერსიტეტში ხელოვნების მიმართულებით წარმატებული სტუდენტებისთვის დაწესდა მიხეილ შაფთოშვილის სახელობის სტიპენდია.

შეხვერაზე, გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფების მიერ შესრულდა მხატვრული ნომრები.

შეხვედრა გაგრძელდა გორის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც გაიხსნა მიხეილ შაფთოშვილის სახელობის ხელოვნების კაბინეტი, რომელშიც გამოფენილი იყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და პირადი ნივთები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური