GE

გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტში ,,ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას” მონაწილეობა მიიღეს

გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა ნახევარფინალური ტური, იმიტირებული სასამართლო პროცესი “ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას “, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. გორის და გორის რაიონის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.

გორის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტში ჩართული იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომელთაც იმიტირებულ სასამართლო პროცესში მოსამართლეების როლი მოირგეს.

რაც შეეხება ჟიურის, მისი წევრები იყვნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ვანო ბალახაშვილი, კათედრის წევრები დავით კვერნაძე და ბესო კაიშაური.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორი ლია მერებაშვილი და უნივერსიტეტის სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური