GE

გორის უნივერსიტეტმა პროექტს ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში” უმასპინძლა

“ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოში” პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ნოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, 19 თებერვალს გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრეთ მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების როლზე ტექნოლოგიის განვითარებაში.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა ინოვატორებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური