GE

გორის უნივერსიტეტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ელენე გოცაძე და თამარ მედულაშვილი ეწვივნენ.

სტუმრებს შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და  რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, გორში მთავრობის გადაწყვეტილებით იხსნება ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობა, რომლის ფუნქციაა რეგიონის საზოგადოებასთან დიალოგი ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი წარმომადგენლობა გაიხსნება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის მიზნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური