GE

გორის უნივერსიტეტს პოლონეთის დელეგაცია ესტუმრა

10 თებერვალს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის დელეგაცია. პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპარლამენტარი – ტომაშ მაკოვსკი, პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი – არტურ დებსკი და საჯარო პარტნიორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პოტენციური ინვესტორი საქართველოსთვის – ჰუბერტ დრაბიკი.

დელეგაციას შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრის დროს, პოლონურმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა გაუზიაროს გამოცდილება გორის უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით, დაისახა მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები და კონკრეტული გეგმები.

პოლონეთის დელეგაციამ დაათვალიერა გორის უნივერსიტეტში 2015 წელს გახსნილი ვარშავის უნივერსიტეტის ოფისი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური