GE

გორის უნივერსიტეტს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე, ეწვია

1 დეკემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გააცნო მათი ხედვა და გეგმები, გორის უნივერსიტეტში ფრანგული ენის ცენტრის გახსნის შესახებ.

„საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, ანა ლოლუამ, გააკეთა პრეზენტაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სწავლის დაფინანსებაზე საფრანგეთის უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. აღნიშნულმა შემოთავაზებებმა სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური