GE

გორის უნივერსიტეტსა და ხაშურის №4, №6 და №7 საჯარო სკოლებს შორის მემორანდუმები გაფორმდა

გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივთ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის უნივერსიტეტსა და ხაშურის №4, №6 და №7 საჯარო სკოლებთან.

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის საჯარო სკოლების პედაგოგები.

სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ხაშური №4 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნანა გაგნიძე, ხაშურის №6 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ ხადური, ხაშურის №7 სკოლის დირექტორი, ქალბატონი მანანა ლაცაბიძე.

გამომსვლელებმა ისაუბრეს უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დასასრულს, საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა მემორანდუმებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური