GE

გორის უნივერსიტეტში აკაკი ბიძინაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

2016 წლის 27 საქტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა, ცნობილი ქართველი ლირიკოსის და საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბიძინაშვილის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა იუბილარის დამსახურების, ასევე, უნივერსიტეტისა და ქალაქის წინაშე პოეტის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ და გადასცა იაკობ გოგებაშვილის მედალი.

ბატონ აკაკი ბიძინაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფარეშიშვილმა, მწერლებმა და პოეტებმა: ჯემალ ინჯიამ, ვანო ჩხიკვაძემ, მერი მარწყიშვილმა.

წაიკითხეს რეზო თაბუკაშვილის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის იზა ვეფხვაძის მილოცვის წერილი. საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსები წაიკითხეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ბატონი აკაკის მშობლიური, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური