GE

გორის უნივერსიტეტში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სემინარი გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე – „საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

გორის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სემინარს ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ევროპასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი ზურა ზურაშვილი, ნინო ციციშვილი (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (Comprehensive Institutional Building Programme CIB), ირაკლი მოისწრაფიშვილი ( სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო), გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური