GE

გორის უნივერსიტეტში ღონისძიება „ჩვენ ვართ მსოფლიო, ჩვენ ვართ ბავშვები“ გაიმართება

2016 წლის 24 მაისს „სტუდენტური დღეები 2016“ ფარგლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ ვართ მსოფლიო, ჩვენ ვართ ბავშვები“, სადაც სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, გორის მეორე საშუალო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და მზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიურობისა და ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

შეხვედრის ორგანიზება გააკეთა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა და პროფესორმა ცირა ბაქრაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური