GE

გორის უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორიის შექმნის საკითხი განიხილეს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, სტუმრებს შეხვდნენ რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კანცლერი გიორგი ხორბალაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ბეჟან რომელაშვილი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინოვაციების ლაბორატორიის  შექმნის საკითხი, სადაც სტუდენტები ისწავლიან და პროექტებს შექმნიან პროგრამირების მიმართულებით.

გორის უნივერსიტეტში სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური