GE

გორის უნივერსიტეტში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორი სტუდენტებს შეხვდა

20 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის კოორდინატორმა, ქალბატონმა მანანა ამონაშვილმა, ჩაატარა შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრაზე განიხილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ დაგეგმილი, უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.

შეხვედრის დროს, მანანა ამონაშვილმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური