GE

გორის უნივერსიტეტში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ გაიმართა

2015 წლის 23 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – ჩატარდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, ქ. გორის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ედილაშვილი და გორის უნივერსიტეტის პროფესორი თამილა გოგოლაძე.

კონფერენციაზე 26 მოხსენება იყო წარმოდგენილი, შემდეგ სექციებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბუნებისმეტყველება, სპორტი, მათემატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქ. გორის მე-2, მე-4, მე-10 და მე-12 საჯარო სკოლების,გორის რაიონის სოფელ ფხვენისის, ქიწნისის, ზეღდულეთის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური