GE

გორის უნივერსიტეტში სკოლებს შორის იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

გორის უნივერსიტეტში გორის საჯარო სკოლებს შორის იუმორისტული ფესტივალი „კრეატივი“ გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამარჯვებული გახდა გორის #9 საჯარო სკოლის გუნდი, რომელის წევრებსაც უნივერსიტეტის თასი და სიგელები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.

ჟიურის წევრებმა გამოავლინეს ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე – გოგო, საუკეთესო მოთამაშე – ბიჭი, ჟიურის სიმპათია, კრეატიული ნომერი. უნივერსიტეტმა გაუკეთა საჩუქარი მონაწილე გუნდებს, ექსკურსია ივნისის თვეში. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური