GE

გორის უნივერსიტეტში ,,სტუდენტური დღეები 2015”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

ატენის ხეობაში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა „სტუდენტური დღეები 2015“.

გორის უნივერსიტეტის განმარტებით, ღონისძიების დაწყებამდე მოეწყო ინფრასტრუქტურა. ჩატარდა მხიარული სტარტები, მოეწყო ფლეშმობი, ღონისძიება გახსნა გორის საჯარო სკოლების ნაკრებმა გუნდმა “კრეატივმა“, ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები, იყო როგორც საესტრადო, ასევე ხალხური სიმღერები, უნივერსიტეტთან არსებულმა სტუდენტურმა თეატრმა წარმოადგინა ეტიუდები კ. ბუაჩიძის პიესიდან „მკაცრი ქალიშვილიები“.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ღონოსძიების დასასრულს გაიმართა დაჯილდოება, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს სტუდენტურ დღეებში აქტიურობისთვის სიგელები გადასცა, ასევე გადაეცათ უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები ფაკულტეტის დეკანებს.

სტუდენტური დღეების დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. აინთო კოცონი და გაიმართა საღამოს ლანჩი. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური