GE

გორის უნივერსიტეტში ხმელთაშუა ზღვის აგრონომიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

18 ოქტომბერს, გორის უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ჩანიას (საბერძნეთი), ხმელთაშუა ზღვის აგრონომიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საკვების კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრები.

პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვის აგრონომიულ ინსტიტუტთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური