GE

გორში ერთიანი ეროვნული გამოცდები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

გორში ეროვნული გამოცდების პირველი დღე მნიშვნელოვანი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე დაიწყო.

ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ქალაქიც ცენტრში, მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიასთან, სადაც საგამოცდო ცენტრია განთავსებული, დილიდან აბიტურიენტები და მათ მშობლები მრავლად იმყოფებოდნენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო სამსახურის ავტომანქანები.

download (3)პირველი სესიისთვის გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 559 – მა აბიტურიენტმა გაიარა. ცენტრში არ გამოცხადდა მხოლოდ 15 აბიტურიენტი. რაც შეეხება დაგვიანების ან გამოცდიდან მოხსნის ფაქტს, ასეთ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

უკვე ორ საათზე რეგიტრაციის გავლა აბიტურიენტთა მეორე ნაწილმა დაიწყო. მეორე სესიის დაწყებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლისა და უშუალოდ გამოცდების პროცედურები მეგაფონის საშუალებით გააცნო, თუმცა აბიტურიენტებისა და მშობლების დიდმა ნაწილმა დაბალი ხმის გამო, ინფორმაცია ვერ მოისმინა, რასაც მათი ხმამაღალი პრეტენზიები მოჰყვა.

download (1)გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული სტუდენტი გიორგი ღერკენაშვილი ARIS.GE-განათლებასთან საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად ღელავდა, თუმცა როდესაც მის მდგომარეობაში მყოფი არაერთი აბიტურიენტი დაინახა, დაძაბულობა მოეხსნა. აბიტურიენტს სურს, რომ  ილიას უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვდეს.

მეორე სესიის დროს, საგამოცდო დარბაზში შესვლამდე ნინო მაისურაძემ, რომელსაც ფსიქოლოგიის მიმართულებით სურს სწავლის დაწყება, განგვიცხადა, რომ პირველი ნაკადის აბიტურიენტებისგან დაიმედებულია, რადგან ისინი ამბობენ, რომ გამოცდები სირთულეს არ წარმოადგენს. მცირეოდენი ღელვა ნინოსაც ეტყობა თუმცა ოქროსმედალოსანი აბიტურიენტისთვის როგორც თვითონ ამბობს, „გადაულახავი ბარიერი არ არსებობს“.

centrსაგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, გამოცდები ამ დრომდე დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრში სულ 2200 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მათი ნაწილი გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ, კვლავ ორ სესიად ჩააბარებს.

გიორგი ედიშერაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური