GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს „ვისოლის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს ალმა მატერის კურსდამთავრებული, კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე შეხვდა.  შეხვედრას 80-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

სტუმარმა გაანალიზა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გლობალური ეკონომიკის კონტექსტში, ისაუბრა ბიზნესის განვითარების თავისებურებებზე, აუდიტორიას გაუზიარა პირადი გამოცდილება კომპანიის მართვის  შესახებ, შეაფასა თანამედროვე შრომის ბაზარი და რამდენიმე რჩევა მისცა სტუდენტებს წარმატებული კარიერის განვითარებისათვის.

სოსო ფხაკაძემ სტუდენტთა ყველა შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი არათუ უტოლდება მსოფლიო სტანდარტებს, არამედ ზოგიერთი პარამეტრით უსწრებს კიდეც. მისი აზრით, ეს ფაქტი თითოეული სტუდენტისათვის საამაყო და მაღალი სასწავლო მოტივაციის  საფუძველი უნდა იყოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური