GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მოდელირებული პრესკონფერენცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა მოდელირებული პრესკონფერენცია, სატელევიზიო პროექტის 20/30-ის წამყვანთან და ანალიტიკოსთან არჩილ გამზარდიასთან ერთად.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოდელირებული პრესკონფერენციის თემა იყო: საზოგადოებრივი მოძრაობა 20/30-ის მიზნები და ამოცანები, ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე ტელეხედვის ძირითად ტენდენციებს ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტებმა მიიღეს, ამომწურავი პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური