GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და თბილისის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ გრიგოლ რობაქიძის უნივეერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ განაცხადა, მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლობითი ორგანოს მიმართ ახალგაზრდების ნდობის და ინტერესის ამაღლება წარმოადგენს.

თევდორე კობახიძის განმარტებით, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთობლივი ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, უმაღლესი აკადემიური განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობის, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების, კომისიის საქმიანობის პროცესში ჩართულობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განმტკიცების საშუალება ექნებათ.

თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი ათამდე უმაღლესმა სასაწავლებელმა გააფორმა. თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური