GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გერმანელმა ფსიქოლოგმა, პროფესორმა კონრად რეშკემ ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა

6 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ცნობილმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, პროფესორმა კონრად რეშკემ ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა.

ბატონმა რეშკემ აუდიტორიას გააცნო თანამედროვე ფსიქოლოგიის პრობლემები, ისაუბრა სტრესის მართვის მეთოდოლოგიასა და მისი გამოყენების აქტუალობაზე. მან თავისი გამოცდილებიდან არაერთი ქეისი წარმოადგინა.

უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ლექციისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო ბატონმა რეშკემ საკუთარი წიგნი აჩუქა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. გამოითქვა ამ წიგნის ქართულ ენაზე თარგმნის სურვილიც, რაზეც სტუმარმა-პროფესორმა თანხმობა განაცხადა.

უნივერსიტეტის ცნობით, ბატონმა რეშკემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრით, განსაკუთრებული აღფრთოვანება კი უნივერსიტეტის ახალი კამპუსზე გამოხატა და ხაზი გაუსვა მის ევროპულ სტილს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური