GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დასრულდება

აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაციია მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის
  • მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
ს.ს „საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში: GE53BG0000000854652500

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. ელექტრონული რეგისტრაცია შეგიძილათ გაიაროთ აქ (გააქტიურდება 31 აგვისტოდან).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური