GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტის „გახდი იურისტი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „გახდი იურისტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ორთვიანი პროექტის შედეგად 100-მდე აბიტურიენტს ჩაუტარდა ლექცია/სემინარები, დისკუსიები, პრაქტიკული მეცადინეობები და სხვადასხვა აქტივობები.

აბიტურიენტებმა გაიგეს სამართლის მეცნიერების არსი და წარმოდგენა შეექმნათ იურისტის პროფესიის ძირითად მახასიათებლებზე.

თითოეულ მონაწილეს პრორექტორმა პროფესორმა გულნაზი გალდავამ სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსრვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური