GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა ,,საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე” გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 20 აპრილს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დირექტორი ელენე გოცაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.

მათივე ცნობით, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში ასევე აკადემიურ პერსონალში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური