GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში თემურ მაისურაძის საჯარო ლექცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბატონ თემურ მაისურაძის საჯარო ლექცია გაიმართა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საჯარო ლექციის თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისათვის.

ბატონმა თემურმა ისაუბრა საჯარო მმართველობის პრობლემებზე თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში. მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა ეკონომიკისა და პოლიტიკის დამოკიდებულებისა და ურთიერთგავლენის საკითხები.

საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბატონმა თემურმა გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური