GE

IBSU მოსწავლეებს გაცნობითი ხასიათის ლექციებზე იწვევს

გსურთ მოსამართლის მანიტიის მორგება, ან დიპლომატის, ჟურნალისტის, საინჟინრო საქმის სპეციალისტის, სამრეწველო მენეჯერის ან იქნებ ამერიკისმცოდნის პროფესია და ტურიზმი უფრო გაინტერესებთ, მაშინ გახდი IBSU-ს სტუდენტი რამდენიმე დღით!

7 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-12 კლასის მოსწავლეებს გაცნობით ლექციებზე გიწვევთ, რომლის ფარგლებში საშუალება გექნებათ IBSU-ს სტუდენტებთან ერთად დაესწროთ მიმდინარე სასწავლო პროცესს და წინასწარ განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი ფაკულტეტი და სპეციალობა.

ლექციებზე დასასწრებად, შეავსეთ სარეგიტრაციო ფორმა. საკონტაქტო ინფრმაციასთან ერთად, მიუთითეთ სასურველი ფაკულტეტი და თარიღი.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური