GE

IBSU-ში ტრენინგი ,,სკოლის ადამიანური რესურსების მართვა” გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 22-23 ოქტომბერს, ტრენინგი ,,სკოლის ადამიანური რესურსების მართვა” გაიმართა, რომელსაც თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ხაშურის სკოლის დირექტორები დაესწრნენ.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში შემდეგი თემები განიხილეს:

  • სკოლის დირექტორი – მენეჯერი თუ ლიდერი?
  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი; სტრესის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა;
  • დროის მართვა;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა, ორიენტირება და შენარჩუნება;
  • მომუშავე პერსონალის და სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია მოსწავლეთა სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
  • მოტივაცია და შიდა შეფასება;
  • თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები და სხვა.

ტრენინგები 29-30 ოქტომბერსაც გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური