GE

იცვამს თუ იცმევს? კრეფს თუ კრიფავს? წმენდს თუ წმინდავს? – თემის ნიშანი გრამატიკულ ცნობარში  

იცვამს თუ იცმევს? კრეფს თუ კრიფავს? წმენდს თუ წმინდავს? – დასახელებული ზმნების მართლწერაში გასარკვევად  საჭიროა თემის ნიშნის რაობისა და გაჩენა/ჩანაცვლების ტენდენციის მიმოხილვა. სწორედ ეს იქნება “გრამატიკული ცნობარის” დღევანდელი გაკვეთილი.

ქართული ზმნის მრავალ ფუძეს გარკვეული  ელემენტები – სუფიქსები – აწარმოებენ. ეს სუფიქსები პირის ნიშანსა და ფუძეს შორის ჩნდება და მათ თემის ნიშნებს უწოდებენ. თემის ნიშნებია: -ებ, -ემ, -ავ, -ამ, – ობ, -ოფ, – ი.

თემის ნიშანთა მართლწერისას დასამახსოვრებელია შემდეგი წესები:

თუ ზმნის საწყისი –ვა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ავ;

ანუ

ვა=ავ

ბარვა – ვბარავ

ხატვა – ვხატავ

თუ საწყისი მა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ამ

ანუ

მა=ამ

დარტყმა ვარტყამ

დასხმავასხამ

დადგმადავდგამ

დაუშვებელია – ავ თემის ნიშნის ხმარება ხმოვანმონაცვლე ( იგივე ფუძედრეკად) ზმნებთან.

ასეთებია: გრეხს-გრიხა, ცვეთს-ცვითა, წმენდს-წმინდა…

შესაბამისად, სწორია:

კრეფს და არა კრიფავს;

წყვეტს და არა წყვიტავს;

ბრეცს და არა ბრიცავს;

კბეჩს და არა კბიჩავს;

კმენდს და არა კმინდავს და ა.შ.

დაუშვებელია -ავ თემის ნიშნის ხმარება ზოგიერთ არახმოვანმონაცვლე ზმნაშიც.

სწორია:

კვეთს

კვეცს

ტეხს

ჩეხს

ჭექს

ხეთქს

იხვეჭს

იღეღს

სწორია:

იცვამს და არა იცმევს;

იბრძვის და არა ბრძოლობს;

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური