GE

ილია ჭავჭავაძე განათლების შესახებ

ილია ჭავჭავაძის აზრები განათლების შესახებ:

ქართველი ერი ყოველთვის მისდევდა განათლებასა და სწავლას.

ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია.

კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გალესილია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.

მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი!

მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა.

სწავლა-განათლება თვითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ.

სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე.

სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება.

განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.

მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამისა ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა.

ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური