GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიებით დააჯილდოვეს

დღეს, 10 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ. ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამორჩეული 20 პირველკურსელი დააჯილდოვა.

DSC_0010„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნიჭიერი პირველკურსელისთვის. ამ მიზნით, ყოველ წელს ილიაუნი ქმნის სასტიპენდიო ფონდს. წლევანდელი სასტიპენდიო ფონდი 150 000 ლარზე მეტი იყო“, – განაცხადა ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანა კვანჭილაშვილმა.

სასტიპენდიო ვაუჩერი დაწესებული იყო რამდენიმე მიმართულებით:

  1. 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა აბიტურიენტს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით, ქვეყნის მასშტაბით 100 საუკეთესო პირველკურსელს შორის მოხვდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.
  1. სტიპენდიები დაწესებული იყო ფიზიკის მიმართულების პირველკურსელებისთვისაც. კერძოდ:
  • ამ მიმართულებაზე ჩარიცხულთა შორის, რეიტინგული სიით პირველი ხუთი პირველკურსელი 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდა;
  • რეიტინგულ სიაში მომდევნო 10 პირველკურსელი კი 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდა.
  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ბაზისბანკის“ ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 4000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული 4 პირველკურსელი.

აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამივე სტიპენდიის გამოყენება სტუდენტს შეუძლია საკუთარი საჭიროებისამებრ.

ილიაუნის სტიპენდიატები:

  • ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აბიტურიენტების ათეულში – თამარ არჩვაძე (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)
  • ფიზიკის მიმართულება (საუკეთესო ხუთეული
    • დავით ონიანი
    • ირაკლი ვაშაკიძე
    • ქეთევან ცირეკიძე
    • მარიამ ჯელაძე
    • დიმიტრი ასპანიძე
  • ფიზიკის მიმართულება (მომდევნო ათეული
    • ზურაბ პაპიაშვილი
    • ნინო ქიტოშვილი
    • ანეტა მოსულიშვილი
    • ალექსანდრე სულაბერიძე
    • სერგო პაიჭაძე
    • დემნა დალაქიშვილი
    • ავთანდილ კუტალაძე
    • გიორგი ქავთარაძე
    • შოთა ჩხატარაშვილი
    • მიხეილ ზანგურიშვილი
  • ილიაუნის და ბაზისბანკის“ ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა
    • ნიკოლოზ მელაძე – ჯაიანი
    • ლევან ლომთათიძე
    • ნიკა დავითაშვილი
    • ლუკა ჩხაიძე

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური