GE

ილიაუნი ამერიკელი პროფესორის მარლი ს.ვაისის საჯარო ლექციას უმასპინძლებს

პირველ მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკელი პროფესორის, მარლი ს. ვაისის, საჯარო ლექცია თემაზე – „გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში“.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლექციის მთავარი თემაა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაციის ფორმები, გენდერული დისკრიმინაციით გამოწვეული შედეგები სამუშაო ადგილებზე (განსაკუთრებით საინტერესოა დისკრიმინაციის შესახებ ამერიკული და ქართული სასამართლო პრაქტიკების შედარება).

,,პროფესორ მარლი ს. ვაისის აკადემიური გამოცდილება მოიცავს მერილენდის უნივერსიტეტში სწავლებას 1984 წლიდან დღემდე. სასწავლო კურსების თემატიკა აერთიანებდა: შრომის სამართალს, შედარებით და საერთაშორისო შრომის სამართლის სემინარებს, დასაქმებულთა შრომის სამართალს, შრომითი დისკრიმინაციის სამართალს, საერთაშორისო საჯარო სამართალს და სხვა.

ამერიკელი პროფესორი ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 21 აპრილს ეწვია საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამისა და ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” პროექტის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ – ფარგლებში. აღნიშნული პროექტი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, მიმართულია გენდერული თანასწორობის გაზრდისა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ, ქალების მამაკაცებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობით,”- აღნიშნულია ილიაუნის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 1-ლი მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური