GE

ილიაუნი ,,თბილისის წიგნის დღეებში” მონაწილეობას მიიღებს

26-29 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე- 3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება „თბილისის წიგნის დღეები“.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის სახით.

ილიაუნის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში, 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური