GE

ილიაუნიმ წარმატებული სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა შეიმუშავა

24 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაიმართა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია.

ილიაუნის ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. ილიაუნის განმარტებით, აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

მათივე ცნობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური