GE

ილიაუნის 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სია

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საზოგადოებას სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს:

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ილიაუნის სტენდთან თქვენ:

  • მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით;
  • ნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის, გეოლოგიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით;
  • ილიაუნის GameLab-ის ოკულუსების საშუალებით, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე – გაეცნობით 3D ეფექტის ვიზუალებს (მაგ: საშიშ ატრაქციონს და სხვ.);
  • ილიაუნის FABLAB-ის კუთხეში გაეცნობით 3D პრინტერის – ადამიანის სკანირების სისტემის – მუშაობის პრინციპს; აქვე მოეწყობა ილიაუნის სტუდენტების მიერ FabLab Iliauni-ში შექმნილი ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც;
  • შეძლებთ გაეცნოთ ილიაუნიში შექმნილ სეისმურობის საზომს და სხვა დანადგარებს;
  • ილიაუნის ბიბლიოთეკის და წიგნის სახლ ”ლიგამუსის” კარავში ილიაუნის მიერ გამოცემულ წიგნებს შეიძენთ საგამომცემლო ფასად; აქვე, შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ვიდეოინსტალაციების თანხლებით. მუსიკის ავტორები არიან ილიაუნის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სტუდენტები.
  • ილიაუნის სტენდის წინ მოწყობილ სმარტ-ფოტოკაბინაში უფასოდ გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.

სასცენო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის მუსიკის მიმართულების სტუდენტები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი პროფ. თამაზ გაბისონია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური ანსამბლი „კონსილია“ (ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე)
ილიაუნის სტენდი განთასვებული იქნება რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-დან 19 საათამდე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური