GE

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში სენსორული ოთახი გაიხსნა

26 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში სენსორული ოთახი გაიხსნა.

ილიაუნის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სენსორული ოთახის აღჭურვა შესაძლებელი გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” სოციალური პროექტის ფარგლებში.

სენსორული ოთახი განკუთვნილია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან სენსორული ინტეგრაციის პროგრამის განსახორციელებლად. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას სენსორული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული სენსორული გამოცდილების უზრუნველყოფით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური