GE

ილიაუნის ეზო სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით მოეწყობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში F კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია ილიაუნის სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით მოხდება.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა ავტომანქანების სადგომი და რეკრეაციული ზონა და შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური