GE

ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

2015 წლის 19 სექტემბერს, საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.

ეს არის სანახაობა, რომელიც საინტერესოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის.

ფესტივალი იმუშავებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში.

თუ გსურთ, თქვენი ნაკეთობებით, გამოგონებებით წარდგეთ ფართ აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღოთ 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, მაშინ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმაარაუგვიანეს 2015 წლის პირველი სექტემბრისა.

ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა, თუ ნაკეთობების დემონსტრირება.

  • გამოფენაში მონაწილე პირების შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეები თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან;
  • გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეების შერჩევის შემთხვევაში,  მონაწილეობის საფასური შეადგენს 200 ლარს;
  • სამეცნიერო – საგანმანათლებლო პროფილის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები, თუ სტუდენტები,  შერჩევის შემთხვევაში, თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან.

* შერჩეულ მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში იმუშაონ იდეის პროტოტიპის შექმნაზე ან დახვეწონ და განავითარონ საკუთარი იდეები.

ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენის რამდენიმე საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება გამომგონებლობასთან დაკავშირებული პრიზებით.

იხილეთ ღონისძიების ბმული :  https://goo.gl/SVLuic

ფაქტები სამეცნიერო პიკნიკის შესახებ

სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც

მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

  • 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;
  • 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და მისი დამთვალიერებლების რაოდენობა იყო 13 000;
  • 2014 წელს სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო 20-მდე საერთაშორისო და 60-მდე ქართულმა მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულმა ჯგუფმა და მას ჰყავდა 17 000-მდე დამთვალიერებელი;
  • წელს სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში პირველად გაიმართება ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ჯგუფების მონაწილეობას და დამთვალიერებლის რაოდენობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეკლე კაპანაძე
ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების კოორდინატორი:
tekle.kapanadze@iliauni.edu.ge
577 57 55 46

ანა კვანჭილაშვილი
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
pr@iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური